„ვთქვი, რომ ხალხს უჭირს, თან ძალიან. თუ გადაახვევთ ჩემს ჩანაწერს აღმოაჩენთ, რომ მე ზუსტად ასე ვთქვი. საქმე ისაა, რომ ხალხს ძალიან უჭირს, ყოველი მეხუთე ადამიანი არის ღარიბი. მე ვთქვი, რომ უბრალოდ ეს გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება არ უარესდება. იმდენად მძიმეა, რომ შესაძლოა, ისევ ისე უჭირს, როგორც გუშინ უჭირდა. ეს საკითხი ჩვენი პირველი პრიორიტეტია. ბევრად მაღალი ტემპები გვჭირდება, რათა ხალხს დავეხმაროთ და სიღარიბიდან ამოვიყვანოთ. მე ეს ვიგულისხმე, თუკი ეს გაუგებარია და კიდევ ამ კომენტარსაც გადაატრიალებთ, თქვენი ნებაა. ის გასაჭირი იმდენად მძიმეა, რომ ეს რომ არ უარესდება, ეს ჩვენ არ გვეხმარება არაფერში. მაგრამ იმის თქმა, რომ ხალხს უფრო და უდრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი. ხალხს უჭირს მძიმედ, მაგრამ ეს გასაჭირი გაუარესებისკენ არ მიდის მაგრამ ჩვენს ეს არ გვეხმარება“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
მასალის გამოყენების პირობები






