ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - რატომ არ სრულდება დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციები გამოძიებასთან დაკავშრებით? აღნიშნულ საკითხზე მომზადებული დადგენილება დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა. დოკუმენტის ავტორი სერგი კაპანაძეა. კაპანაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლებმა დღეს დადგენილება ჩააგდეს, საკითხი პლენარულ სხდომაზე მაინც გავა:
„რეკომენდაციები შესრულებული არ არის. შს მინისტრმა წინა კვირას გვითხრა, რომ პასუხი არ აქვს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ პარლამენტში მივიღოთ დადგენილება, რომელშიც სამი მთავარი რეკომენდაცია ცალკე იქნება გამოყოფილი. მ.კ.-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება არის მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება და საგამოძიებო კომისიამ მირზა სუბელიანის ქმედებებში უამრავი დარღვევა გამოკვეთა, დაწყებული ცრუ ჩვენების მიცემით, დამთავრებული საგამოძიებო პროცესში არასათანადო ჩარევით. მესამე არის შსს-სა და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყება, ვინც ამ საქმის გაყალბებაში მონაწილეობდა,“- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






