საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრი ანგარიშით წარდგება. გიორგი ქობულიას ოპოზიციის წარმომადგენლბის მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. ოპოზიცია დებატებს აანონსებს. შეკითხვები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას უკავშირდება.
“4 დღეა დარჩენილი საბიუჯეტო ჩვენი წლის და დაახლოებით, მილიარდ 250 მილიონი ლარი არის დასახარჯი. ანუ ეს ის ფული, რომელიც უნდა მოხმარებოდა ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, გზებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ა.შ. ელემენტარული ქაოსია მთავრობაში. წარმოგიდგენიათ, ფული გქონდეს და ვერ ხარჯავდე? ეს იმას ნიშნავს, რომ აქ არის ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემა. ერთადერთი, რაც გვესმის მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში ეს არის ე.წ. ჭარბვალიანობა, დაუხვევიათ ეს საკითხი. ამის გარდა, რაიმე იდეა მათ საერთოდ არ გააჩნიათ. როცა იდეა არ არის, ბუნებრივია, მისი განხორციელების არც გზები არსებობს და არც რესურსები. ამ გუნდით, რომელიც დღეს მთავრობაშია, კარგი იდეების შესრულებაც შეუძლებელია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






