გაუფასურებული ლარი და სიღარიბე - ოპოზიცია ეკონომიკის მინისტრთან დებატებისთვის ემზადება
პოლიტიკა - 10:56, 25 Dec, 2018     722

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან. გიორგი ქობულიას ოპოზიციის წარმომადგენლბის მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხების გაცემა. ოპოზიცია დებატებს აანონსებს. შეკითხვები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, ლარის გაუფასურებას და ფასების ზრდას უკავშირდება.

„ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში არის უმძიმესი. პრობლემა არის ლარის სისუსტე, უმუშევრობა, გაზრდილი არის სიღარიბე და ამიტომ, ბუნებრივია, ბატონმა ქობულიამ უნდა გვითხრას, რას ხედავს აქედან გამოსავალს და კონკრეტულად უნდა გვიპასუხოს, არის თუ არა გამოსავალი საწვავზე აქციზის განახევრება, როგორც ამას „ევროპული საქართველო“ ითხოვს. არის თუ არა აქედან გამოსავალი ზოგადად, გადასახადების დაწევა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ბიუჯეტის პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე:

„1,3 მილიარდი ლარი არის დასახარჯი ბიუჯეტიდან. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ არ იცის საქმის კეთება. ეს არის ბიუჯეტის ვერდიქტი. ბიუჯეტმა დაღი დაასვა და გამოუტანა განაჩენი საქართველოს მთავრობას,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მინისტრთან კითხვები აქვს საპარლამენტო უმრავლესობასაც:

„აუცილებლად იქნება შეკითხვა უშუალოდ სიღარიბის დაძლევასთან მიმართული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. მთელი რიგი საკითხებია, რომლის გარეშეც ამ ქვეყანაში ის დაანონსებული რადიკალური ცვლილებები უბრალოდ ვერ მოხდება, თუ უშუალოდ ეკონომიკის მინისტრის ხედვები არ არის ადეკვატური,“ - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42