ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას ცესკოდან იღებენ - საჯაროვდება შესაბამისი დოკუმენტები და საუბრობენ იმაზე, რომ სწორედ აღნიშნული ორგანიზაციების დახმარებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ მეორედ დაიკავა.
გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციებს საარჩევნო ადმინისტრაცია ხშირ შემთხვევაში სოლიდურ თანხებს წელიწადში ორჯერაც კი ურიცხავდა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციებმა, რომლებმაც თამარ ჟვანია თანამდებობაზე კანდიდატად დაასახელეს, ამ ფორმით ცესკოს თავმჯდომარეს მიღებული ფულის სანაცვლოდ მადლობა გადაუხადეს.
„შეუთავსებლობას ქმნის ის პოზიცია, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები გააჩნიათ. იმიტომ, რომ თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით აქამდე იღებდნენ გარკვეულ დაფინანსებას, შემდეგ ამ ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარედ წარადგინეს ის ადამიანი, რომელიც აქამდე ხელმძღვანელობდა საარჩევნო ადმინისტრაციას და გასცემდა გრანტის სახით გარკვეულ დაფინანსებას,“-განაცხადა ცესკოს წევრმა ენმ-დან დავით კირკიტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






