იუსტიციის უმარლესმსა საბჭომ დღეს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულს ნეგატიური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანზიაციებისგან. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდის შიგნით კანდიდატებთან დაკავშრებით მსჯელობა არ ყოფილა:
„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით გუნდის შიგნით ამასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა, იმიტომ რომ დღეს გახდა მათი ვინაობის შესახებ ცნობილი და ამიტომ, ბუნებრივად შეუძლებელია პოზიცია იყოს ჩამოყალიბებული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, დავუჭერთ თუ არა მხარს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ. ჩემი მხრიდან არასწორი იქნება რაიმე პოზიციის დაფიქსირება, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი საკითხები ხმოვანდება მხოლოდ და მხოლოდ გუნდის შიგნით მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






