იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში წარსადგენი 10 მოსამართლის ვინაობა დასახელდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება გარდაუვალი აუცილებლობიდან იყო გამოწვეული. მიქაუტაძე აცხადებს, რომ უზენაეს სასამართლოში არის 11 მოსამართლე და აღნიშნულის გამო უმაღლეს ინსტანციაში საქმეების განხილვა შეფერხებულია.
„უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირის გამო, ძალიან დიდი რაოდენობით გაჭიანურებული საქმეებია. ამიტომ არის მოქალაქეთა უკმაყოფილება, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში საჩივრების რაოდენობა იმატებს. ეს კი, მიანიშნებს, რომ მოსამართლეთა სიმცირის გამო, არ არის სამართალწარმოების პროცესი მოწოდების სიმაღლეზე. მოსამართლე წევრებმა გუნდურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ ეს არიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ნებისმიერ პირობებს”,- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






