საარსებო შემწეობების ადმინისტრირების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებულ ქულებში დარღვევები გამოავლინა. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის უფროსი, დავით შავგულიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველების შესახებ ინფორმაცია ბევრად უფრო კონფიდენციალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის.
დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, რომ მსგავსი კვლევების ჩატარების დროს უწყებასთან ითანამშრომლოს.
„აუდიტის სახელმწიფო სამსახური ბოლო პერიოდში მის ძირითადად ბიუჯეტის ფინანსური ხარჯის კონტროლთან ერთად მონაწილეობს თვისობრივ ანალიზშიც, თუ რამდენად ეფექტურად ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, რასაც ჩვენ მართლაც მივესალმებით. აქედანვე ვთავაზობ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომ როდესაც ასეთი ეფექტურობის შეფასებებს აკეთებენ და აქვეყნებენ, იქამდე კარგი იქნება თუ ჩვენთან გაივლიან კონსულტაციებს. ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ ამ მეთოდოლოგიებს, რეფორმებს, სოციალური პოლიტიკის ნაწილს და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით, უფრო კარგ შედეგს მივიღებთ,“ - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






