სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებული ქულები - აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა
პოლიტიკა - 18:57, 24 Dec, 2018     920

საარსებო შემწეობების ადმინისტრირების მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მინიჭებულ ქულებში დარღვევები გამოავლინა. ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სამსახურის უფროსი, დავით შავგულიძე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველების შესახებ ინფორმაცია ბევრად უფრო კონფიდენციალური უნდა იყოს, ვიდრე დღეს არის.

„აქცენტი გაკეთდა საარსებო შემწეობის ქულის გამოანგარიშებაზე, ამ ქულის ვალუტაციის საკითხებზე და წყარო მონაცემებზე. საკანონმდებლო მოთხოვნა ანუ ქულის გამოანგარიშებისას, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ ყველა მაძიებელი და ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანი იყოს თანაბარ პირობებში და მოხდეს ქულების ობიექტურად დაანგარიშება. მათთვის სავალდებულოა ინფორმაციული მოთხოვნების შესრულება. ამ ეტაპზე სამინისტროს მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს ამ მიმართულებით, არ აქვს შემუშავებული ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა და ხშირ შემთხვევაში აქტიური დაცვის მექანიზმები, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება მიზეზი იყოს იმის, რომ არსებობს რისკი მნიშვნელოვანი სენსიტიური ინფორმაციის არაავტორიზებული წვდომისა,“ - განაცხადა დავით შავგულიძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კი ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის უფროსი, კახაბერ ძიმისტარიშვილი პასუხობს:

„ბუნებრივი აირის მონაცემები მოიპოვებოდა სოციალური აგენტის მიერ ოჯახში მისვლის დროს. ახლა უკვე 20 ივლის გაფორმდა „სოკარ ჯორჯიასთან“ და მონაცემები იქიდან მოგვეწოდება. რაც ასაკის ველში ცვლილებებს, ასაკის ველი არის ცოტა მტკივნეული თემაა, იმიტომ, რომ იქ სხვადასხვა ცვლადია კიდევ შესაცვლელი ასაკთან ერთად და ასაკის ველის ცვლილებისას სხვა ცვლადების შეცვლა, მაგალითად, ისეთი ცვლადის, როგორიც არის საარსებო მინიმუმი, არ შეესაბამება პროგრამის მიზანს და დიზაინს. ინფორმაციული წვდომა ისედაც შეზღუდულია სააგენტოში, ამას ძალიან მკაცრად იცავენ. მეც არ მაქვს წვდომა ბაზაზე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელს შიდა აუდიტისა, რამდენიმე თანამშრომელი ავტორიზებულად შედის, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ბაზაში,“- განაცხადა კახაბერ ძიმისტარიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42