საქართველოში H1N1 ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, აღნიშნული ვირუსი ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული გრიპის ვირუსია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად გამოვლენილ შემთხვევიდან 95% სწორედ H1N1 გრიპის ვირუსია.
„სტაციონარებში შედარებით მძიმე მიმართვიანობა, ეს გახლავთ დაახლოებით 26%, წინა კვირას ეს იყო 185 ამბულატორიული მიმართვიანობა და გაზრდილია დღევანდელი ორშაბათისთვის, 221-მდე და ასევე გაზრდილია სტაციონარებში მიმართვიანობა. ხდება მონიტორინგი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევებისა. ქვეყნაში 95% დღეს ცირკულირებს ე.წ. A ტიპის H1N1 ვირუსი,“-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, რადგან სეზონის ამ დროს გრიპის ვირუსი გავრცელების პიკს აღწევს:
„დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე 221 შემთხვევა არის. ეს ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. წინა კვირას 125 იყო. ითვლება, რომ ეპიდემიური მზადყოფნა ჰქვია 100 ათასზე 450-ს. მასთან მიახლოებულები არ ვართ საბედნიეროდ. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, ტკივილი თავის, სახსრების. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის მაგივრად აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მასალის გამოყენების პირობები






