საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს თავისი გუნდი და მათ შორის 5 მღეცეველი წარადგინა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მის გუნდში იმუშავებს ქართველი ემიგრანტების შთამომავალი პიერე ალექსანდრე კრევო. პრეზიდენტის თქმით კრევო ქართულ-ფრანგულ ოჯახში დაიბადა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული პირი ჯერ სტაჟიორი იქნება ადმინისტრაციაში, შემდეგ კი გუნდს შეუერთდება:
„ის არის ქართველი, ემიგრაციაში დაბადებული, ქართულ-ფრანგულ ოჯახში და ამერიკაში ცხოვრობდა. ჩამოვიდა თავისი ნებით, ჯერ სტაჟიორი იქნება, შემდეგ შემოვა ჩვენს გუნდში და დაგვეხმარება. ვფიქრობ, ეს არის სიმბოლური, რომ დიასპორიდან ჩამოსული არის ახალგაზრდა.
მინდა, ამით განაცხადი გავაკეთო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია არის ღია ყველასთვის, ვისაც ექნება სურვილი და კომპეტენცია, რომ შემოგვიერთდეს და დაბრუნდეს ქვეყანაში. მინდა, ეს სიმბოლო ხაზგასმული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






