ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმე - განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჩაიშალა. გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, ია კერზაია წინასაარჩევნოდ მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო გარდაიცვალა.
„ევროუპი საქართველოს“ რიგებში კი აცხადებენ, რომ განათლების სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, რატომ არ გათავისუფლდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მოზარდების მკვლელობის საქმის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციის მიხედვით.
„ეს აღიქმება ჩვენგან როგორც გაჭიანურება. საქმის ვითარება იმაში არის რომ აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული იმიტომ რომ კომისია რომელიც სწავლობდა ხორავას ტრაგედიას, დადო დასკვნა და რეკომენდაცია, რომ აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, უნდა იყოს გადამდგარი უკვე. ჩვენი მოთხოვნაა მინისტრმა, გაგვცეს პასუხის რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა“-ამბობს სერგო რატიანი.
მასალის გამოყენების პირობები






