ხელისუფლების კრისიზი და ოპოზიციის შანსები - „2019 წელს გაცილებით მეტი შანსია მივიღოთ უფრო უარესი პოლიტიკური ტატამი“
პოლიტიკა - 17:33, 24 Dec, 2018     986

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე 2018 წელს აჯამებს:

ანალიტიკოსი წერს, რომ მინუსში წავიდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ასევე არ ჩანს ეკონომიკური გარღვევის პერსპექტივა. შარაშენიძე ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლება დგას ბევრად უფრო ძლიერი ოპოზიციის პირისპირ, ამ ფონზე კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რამდენად შესწევს ძალა და რესურსი ბიძინა ივანიშვილს გადაწყვიტოს არსებული პრობლემები.

"წლის შეჯამება.

1. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება აშკარად მინუსში წავიდა. ბოლო ორი წელი ეკონომისტის მონაცემებით ზრდა ნულოვანი იყო, გვქონდა 5.93 ქულა (10-დან). 2017 წელს ვიმყოფებოდით 79-ე ადგილზე, ვიყავით ჰიბრიდული რეჟიმების კატეგორიაში მესამეზე. წელს ალბათ სერიოზულად ჩამოვქვეითდებით.

(საინტერესოა რომ ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს წლიური მოხსენება ჰქონდა რომლის დროსაც ყველაზე ნაკლები სწორედ დემოკრატიაზე ილაპარაკა და იქაც კონკრეტული არაფერი უთქვამს).

2. კრიმინალი მატულობს და ეს ბუნებრივია როცა პოლიცია დამნაშავეების ნაცვლად ოპოზიციას დასდევს. რეჟიმი თავს სუსტად გრძნობს და, როგორც იტყვიან, ქანჩების მოჭერას იწყებს. ეს საქართველოში ძალიან ძნელი გასაკეთებელია. ჯერ ერთი რომ ავტორიტარიზმის დასამყარებლად ხალხი უნდა გყავდეს მაძღარი (პუტინის მოდელი), მეორეც ამ ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად სწორედ რომ თავისუფლების შეზღუდვას ეგუებიან. იმედია, ამას ზემოთ გაიაზრებენ.

3. ეკონომიკური გარღვევის არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. მთავრობის ეკონომიკური გუნდი სუსტია და არამცთუ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება, არამედ სახელმწიფოს მართვის დიდი ცოდნაც კი არ აქვს. მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთის ბაზარსა და რუს ტურისტებზე (არც ისე სტაბილურ წყაროზე), დასავლურ სტანდარტებს ჯერჯერობით ისევ ვერ ვქაჩავთ.

4. მმართველ გუნდს ასეთ ვითარებაში ჰყავს პრეზიდენტი რომლის ინაუგურაციაზე ამერიკიდან (მთავარი სტრატეგიული მოკავშირე) პრაქტიკულად არავინ ჩამოვიდა და გაცილებით ძლიერი ოპოზიცია ვიდრე ორი წლის წინ. მმართველ გუნდს კვლავაც აქვს თეორიული შანსი გადაეწყოს, ხარისხობრივად გააუმჯობესოს მუშაობა და ბოლოსდაბოლოს დაიწყოს დემოკრატიული რეფორმები. მაგრამ ამის ალბათობა ყოველდღე მცირდება და 2019 წელს გაცილებით მეტი შანსია მივიღოთ მორიგი, კიდევ უფრო უარესი პოლიტიკური ტატამი ვიდრე ნორმალური პოლიტიკური კონკურენცია და თანამშრომლობა. აქ ყველაფერი ისევ ბიძინამდე დადის, რომელსაც წესით უნდა ესმოდეს რა პრობლემა უდგას. საკითხავი უფრო ის არის რამდენად დარჩა მას პრობლემის მოგვარების ძალა და რესურსი (მათ შორის ადამიანური).

5. ოპოზიციას აქვს სერიოზული მხარდაჭერა, მაგრამ ალბათ სანამ არ გაირკვევა რა როლი და ადგილი აქვს მიშას ოპოზიციაში, გამარჯვების შანსი ნაკლებად იქნება. ალბათ ერთადერთი ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მხოლოდ თავად მიშაა" - წერს თორნიკე შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42