უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენა - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულზე მსჯელობა გაიმართა.
საბჭომ კანდიდატურები დაასახელა: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.
„ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ გარისკავდა და არ გააკეთებდა იმას, როგორც ის ახლა მოიქცა, მათ სრულიად სწრაფ რეჟიმში, წუხელ ღამით ატვირთეს დღის წესრიგი და ჩვენ ამის შესახებ ინფორმაციაც არ გვქონდა, თუ ვინ იქნებოდნენ აკნდიდატები, პირდაპირ სხდომაზე დაასახელეს მოსამართლეების გვარები, შემდეგ მოვიპოვე სია, მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია ამ ადამიანების შესახებ, ისიც კი არ ვიცი, ისინი ტანახმანი არიან თუ არა იყვნენ დასახელებულები უზენაესი სასამართლოს მსოამართლეობის კანდიდატებად, პრიცესი არის სრულიად არასერიოზული. დღეს პირდაპირ თქვა გიორგი მიქაუტაძემ, რომ მათ კონსულტაციები ჰქონდათ მოსამართლეებთან ანუ მოსამართლე წევრები ამაზე საუბრობდნენ გასულ კვირას, მოილაპარაკეს და წარმოადგინეს ეს კანდიდატები. საინტერესო ის არის, რომ ამ სიაში არით თავად გიორგი მიქაუტაძე, თავის ტავი თვითონ დაასახელა, ამ სიაშია მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც არაფორმალური ლიდერია სასამართლო სოსტემის უკვე წლებია და არ გამოვრიცხოთ, რომ იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე აცხადებდეს პრეტენზიას და პირდაპირ საბჭოშიც გახდეს ამის შემდეგ წევრი, მაგრამ მთელი ეს პროცესი რა თქმა უნდა არ იწვევს ნდობას, მაგრამ მე ვარ საბჭოს წევრების უტიფრობით გაოგნებული, რადგან თქვენ რომ გენახათ მათი სახეები, დარწმუნდებოდით, რომ სრულიად ცინიკური ღიმილით, ბედნიერები ხმასაც კი არ იღებდნენ, არც კი ჩათვალეს საჭიროდ , რომ პასუხი გაეცათ თუნდაც იმ პროტესტზე რაც ჩვენ გვქონდა. დღეს მე ვხედავ როგორ იღუპება სასამართლო სისტემა“, - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






