ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანია აირჩიეს. აღნიშნულს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მურთაზ ზოდელავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჟვანიას მიმართ ვალდებულებები აქვს:
„ჰკითხეთ თამარ ჟვანიას, შეიტანა თუ არა განცხადება პროკურატურაში და ითხოვს თუ არა იმ კომისიის წევრების დასჯას, ვინც ჩვენ ყველამ ვიხილეთ, რასაც აკეთებდნენ - რომ ტენიდნენ ურნებში საარჩევნო ბიულეტენს. კომისიის თითო წვრი 10-ჯერ რომ მიდიოდა, დაპატიმრებული შვილით რომ მანიპულირებდნენ კომისიის ერთ-ერთ წევრზე. არის თუ არა გამოძიება. ვიღაცამ გეგმა რომ დაამყარა, რეკორდები რომ დაამყარა რომელიღაც უბანზე, სად არის გამოძიება? ზოგადად ყველაფერი ისედაც გასაგებია, ის, რომ თამარ ჟვანია სუს-თან იდეალურად თანამშრომლობდა, გახარიასთან და ამიტომ დადგა ის შედეგები, რაც დაწერეს, ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, ყველამ დავინახეთ, ხომ? სუს-მა იმერეთში, გახარიამ სამეგრელოში, ყველამ თავისი თითო წიხლი მიაყოლა არჩევნებს და ბოლოს ის ოქმი დაწერა თამარ ჟვანიამ რაც დაწერა და ვითომ გამარჯვების შედეგი დაიდო „ქართულმა ოცნებამ“, ახლა ალბათ სხედან და ამას უყურებენ, დიდი ზეიმი მათ არ ეტყობათ, იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რა დაუჯდათ ეს ყველაფერი, მათ ფაქტობრივად მთელი ავტორიტეტი, მთელი იმიჯი და ივანიშვილის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯეს იმაში, რომ ის ოქმი შედგენილიყო, რაც თამარ ჟვანიამ შეადგინა, მაგრამ თამარ ჟვანიას მიმართ ვალდებულებები აქვთ ფაქტია, რადგან ის იყო ადამიანი, რომელმაც გასცა განკარგულება, რომ გაეხსნათ საუბნო სიები, სამაგიდო სიები ყველა ოლქში და მიეცა სუს-ისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეს ყველამ კარგად იცის, ამიტომ ვალდებულები არიან არა მარტო თამარ ჟვანიასთან, არამედ იმ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებთან, რომლებმაც ამ სპეც-ოპერაცაიში მიირეს მონაწილეობა და სხვა ადამაინები“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






