ცენტარლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, თამარ ჟვანია არის ფავორიტი და სხვა კანდიდატები არ არიან მასთან სამართლიან გარემოში. ბოჟაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტორი გამოწვეულია იმით, რომ ჟვანია მოქმედი თავმჯდომარეა.
„შანსების თანაბრობაზე ვერ ვისაუბრებთ. შეხვედრები გვაქვს ცესკო-ს წევრებთან რომლებსაც გავაცნობთ ჩვენს გეგმებს. უფრო რთულია გახდე ცესკო-ს წევრი, ვიდრე ცესკო-ს თავმჯდომარე. არანაირი სამართლებრივი პროცედურები არ არსებობს.
რაც შეეხევა გეგმებს, ასიათასობით მოქალაქეს არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს. მათ უნდა მიეცეთ საშუალება ელექტრონულად მისცენ ხმა. ასევე პრობლემაა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია. ჩვენ შეგვიძლია მათი გადამზადება მოვახდინოთ", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. სხდომა 14:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






