თბილისი აეროპორტის ახლოს ლუგარის ლაბორატორია მდებარეობს, რომელიც ნაკლებად საშიშ პათოგენებზე სამუშაოდაა გათვლილი და მესამე დონის ბიოუსაფრთხოებისაა. რუსულ მედიაში ხშირად ისმის პოლიტიკოსების ბრალდებები, რომ იქ შესაძლოა ამერიკელების მონაწილეობით ადამიანებზე ცდები ტარდებოდეს ან ამზადებდნენ ბიოლოგიურ იარაღს.
ბოლო პერიოდში ყველაზე ხშირად ლუგარის ლაბორატორიაზე საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე საუბრობს. მან დოკუმენტებიც გამოაქვეყნა, რომლების მიხედვითაც, ამერიკიდან საქართველოში ბიოლოგიური ტვირთი გამოიგზავნა. შენობის უსაფრთხოების პრინციპები ძირითადად იგივეა, რაც ამერიკულ ლაბორატორიაში, თუმცა ბოსტონის ცენტრისგან განსხვავებით, იქ ისეთივე მომაკვდინებელ ვირუსებს არ იკვლევენ, დანარჩენი პრინციპები კი იგივეა.
რუსულ მედიაში გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო ექსპერტები ეწვივნენ. ლუგარის ლაბორატორია უცხოელმა ექსპერტებმა მაღალი დონის ევროპული სტანდარტების სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიად სცნეს.
მასალის გამოყენების პირობები






