ია კერზიას საქმეზე განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს პარლამენტში 24 დეკემბერს მოუსმენენ. სამსახურის ახსნა-განმარტებებით განათლების კომიტეტია დაინტერესებული.
25 დეკემბერს კი კერზაიას წინააღმდეგ განხორციელებული რეპრესიების შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის შვილი პროკურატურის წარმომადგენლებს მიაწვდის.
„დამიკავშირდა გამომძიებელი საქართველოს მთავარი პროკურატურიდან და სამშაბათს, 5-ის ნახევარზე მივდივარ პროკურატურაში გამოკითხვაზე. არ არის ჯერ გამოძიება დაწყებული, თუმცა ამ გამოკითხვაზე ვაპირებ მივაწოდო სრული ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულის შესახებ, შევუქმნათ მათ სრული სურათი და შესაბამისად, მივცეთ ყველანაირი საფუძველი, რომ ეხლა მაინც დაიწყოს უშუალოდ გამოძიება ამ სისხლის სამართლის დანაშაულის გამო,“ - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






