თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სკანდალურ ინტერვიუს "რუსთავი 2"-ს აძლევს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ შეტევას პროკურატურის და სასამართლოს ხელით ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს.
ექსმინისტრი ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ მის ტელეფონში ინახება ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ხელისუფლების მაღალჩინოსნების SMS შეტყობინებები, რომელსაც „რუსთავი 2"-ის თემაზე უგზავნიდნენ. გზავნილებიდან ჩანს, რომ „რუსთავი 2"-ის საქმეზე მას ხელისუფლებისთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდნენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ უარი ამ გარიგებაზე მმართველი გუნდის ლიდერთან დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი გხადა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად მისმა პოლიტიკურმა აქტიურობამ, განსაკუთრებით კი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერამ გააღიზიანა.
მასალის გამოყენების პირობები






