დეპუტატები ქონების ჩუქებას ადასტურებენ და მათ წარმომავლობას განმარტავენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ჩემთვის აპრიორი სიმართლეს არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, თქვენ გთხოვდით, როგორც ჟურნალისტს, რომ გადაამოწმოთ ინფორმაცია,“- განაცხადა „ქართული ოცნების” წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა.
„არ შეიძლება ჩემს შვილს რამე ვაჩუქო? ხომ შემიძლია? თქვენ აბა ნახეთ კიდევ ერთი მონაცემი, რამდენი გადავიხადეთ ბიუჯეტში, 49 მილიონი ერთ წელიწადში,“- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, მას არაკანონიერი შემოსავალი არ აქვს.
„ჩემი მხრიდან აბსოლუტურად არის ყველაფერი გამჭვირვალე და ამ პოზიციას და პრინციპს ყოველთვის ვიცავ. მე დასამალი არაფერი მაქვს. ვერავინ გამიბედავს, რომ თქვას, რომ მე მაქვს არაკანონიერი შემოსავალი,“- განაცხადა პარლამენტის ირაკლი სესიაშვილმა.
კვლევის თანახმად, 11 დეპუტატიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, ხოლო ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. მონაცემებთან დაკავშირებით განმარტება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი წერეთელმაც გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ გარკვეული თანხა მისმა მეუღლეს დედამ აჩუქა.
„გარკვეული თანხა ჩემს მეუღლეს აჩუქა დედამ, რისი წყაროებიც არსებობს. ეს არის მიზერული იმ თანხებთან შედარებით, რაც სხვებთან ვნახე. არის გარკვეული უზუსტობა, სხვა თანხაზეც არის ლაპარაკი, რომელიც სხვა მუხლშია და ეს სხვა საკითხია,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მასალის გამოყენების პირობები






