ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა მელიას ფარულად ცაწერის მოთხოვნა - ადამიანი, რომელმაც აღნიშნულზე უარი განაცხადა, დაკავებულია. გოგიტა დალაქიშვილი წარსულში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, იგი „კურიერს“ ციხიდან დაუკავშირდა და მისი დაკავების დეტალებზე ისაუბრა.
„პრობლემა, რომელიც ამ წუთას მაწუხებს არის ძალიან სერიოზული და სანამ ფაქტი არ დადგება, ან უნდა მოკვდე რომ გაგიყვანონ, ან უნდა გადავარდე, გული წაგივიდეს, რომ მოგხედონ, ეჭვი მაქვს რომ სპეციალურად ხდება, მე ჩემს თავს ვთვლი პოლიტიკურ პატიმრად. ჩემი სამოქალაქო აქტივობა და კრიტიკა და მისი მხილება იცოდა, უშუალოდ სოსო გოგაშვილის ბრძანებით ვარ დაპატიმრებული. უნდა გამეკეთებინა მაკომპრომიტირებელი ცანაწერები, ვითომ გვარამია რაღაც დავალებებს მაძლევდა და მერე ალბათ უკრაინულ ვიკილიქსზე დადებდნენ ან არ ვიცი რა მოხდებოდა“, - აღნიშნავს გოგიტა დალაქიშვილი.
კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ გამოყენების საქმეზე გოგიტა დალაქიშვილი უკვე 11 თვეა სასჯელს იხდის. პატიმარი ამტკიცებს, რომ მას სამედიცინო მომსახურებაზე უარს პოლიტიკური ნიშნით რამდენიმე თვეა ეუბნებიან. „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების ბრძანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა გასცა და ამას პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებს. დალაქიშვილი დარწმუნებულია, რომ უსაფრთხოების სამსახური მისმა სამოქალაქო აქტიურმა გააღიზიანა.
გოგიტა დალაქიშვილი აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე მას შუამავლების მეშვეობით ე.წ. აგენტ-პროვოკატორობას სთხოვდა. კერძოდ, მას უნდა ჩაეწერა ნიკა გვარამია ფარულად და ცანაწერი მოგვიანებით უკრაინულ „ვიკილიქსზე“ უნდა გამოქვეყნებულიყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სუსი ზეწოლას ახორციელებდა დაკაქიშვილმა „რუსთავი 2“-ს დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიაწოდა. იგი ამტკიცებდა, რომ სუს-ის ინტერესს სასჯელაღსრულების სამინიტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი კორძაიას შესახებ ინფორმაციია წარმოადგენდა. უწყებას აინტერესებდა, დაადასტურა თუ არა კორძაიამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა თანხის სანაცვლოდ. მისი მტკიცებით, სუს-ის დავალებებს მას პარლამენტის თავმჯომარის ნათესავი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, სოსო ზაალიშვილი აძლევდა. დალაქიშვილის მტკიცებით, ინფორმაცია ნიკა გვარამიას ფარულად ჩაწერის შესახებ ქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც.
ბრალდებებს უარყოფენ სასჯელაღსრულების სამინიტროში და აცხადებენ, რომ მსჯავრდებულმა ფიზიო პროცედურა 6-ჯერ მიიღო, დღეს კი პროცედურის ჩატარებაზე უარი თავად განაცხადამათი მტკიცებით, 25 დეკემბერს დალაქიშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაც იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






