სკანდალი - პარლამენტის ხელმძღვანელობა და მთავრობა საფინანსო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს საბაჟო კოდექსში შესატანი ცვლილებების რეგლამენტის დარღვევით განხილვას აიძულებენ
პოლიტიკა - 21:20, 21 Dec, 2018     1273
სკანდალი პარლამენტში - „ნიუპოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პარლამენტის სპიკერატი, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს აიძულებს, რომ საბაჟო კოდექსში შესატანი ცვლილებები დაჩქარებული წესით და რეგლამენტის დარღვევით ხვალ განიხოლოს. როგორც ჩვენსთვის გახდა ცნობილი, კანონპროექტი ბიუროზე ორი დღის წინ დარეგისტრირდა. ცვლილებების ავტორი საქართველოს მთავრობაა. რეგლამენტით, საკომიტეტო განხილვების დანიშვნას შესაბამისი დრო და პროცედურები აქვს, მაგალითად, კანონპროექტი დეპუტატებს ელექტრონულ ფოსტაზე უნდა გაეგზავნოს გასაცნობად, თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ მომხდარა.


ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, რომელიც საფინასო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების წევრია, „ნიუპოსტს“ უდასტურებს, რომ კანონპროექტი დეპუტატებს გასაცნობად არ დაგზავნიათ. ამასთან, ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ საბაჟო კანონში ცვილებების დაჩქარებული წესებით შეტანას ვინმე ლობირებდეს.

„ამ კანონის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება, როგორც ჩანს, ვინმეს ინტერესშია, თორემ აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ საკომიტეტო განხილვები ასეთი დაჩქარებული წესით, თან რეგლამენტის დარღვევით ჩატარებულიყო. ახალი წელი მოდის, ალბათ, ჰგონიათ, რომ ამ კანონს ყურადღებას არავინ მიაქცევს და იმას მიიღებენ, რაც უნდათ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ. ამას სერიოზული სკანდალი და ხმაური მოჰყვება. რეალურად, მასალები დაგზავნილი არ არის და დეპუტატები არ გაცნობიან. რეგლამენტით, კანონპროექტი ჯერ უნდა განიხილოს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა, ამის შემდეგ კი - წამყვამა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა. დღის წესრიგში გუშინ, ღამე ჩასვეს, რომ დარგობრივ კომიტეტს აღნიშნული კანონპროეტი 24 დეკმებერს განეხილა, ახლა კი, გიდასტურებთ, ითხოვენ, რომ ხვალ სასწრაფოდ ჩატარდეს დარგობრივიც და საფინანსო კომიტეტების სხდომა. ეს გაუცნბიერებელი გადაწყვეტილება, დეპუტატებს ნახირად და ნოტარიუსებად თვლიან, ზუსტად ამის შედეგია ის, სადამდეც მივედით“, - განუცხადა „ნიუპოსტს“ დავით ჭიჭინაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42