„თქვენი აქ მოსვლის მიზანი იყო, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან დაგეშინებინათ ოპოზიცია“ - თინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას (ვიდეო)
პოლიტიკა - 20:07, 21 Dec, 2018     1718

გიორგი გახარიამ დღეს პარლამენტის წინაშე ანგარიში წარდგინა. მას დეპუატეტბმა კითხვები დაუსვეს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ შს მინისტრს განუცხადა, რომ იგი ოპოზიციას დაჭერებით ვერ შეაშინებს:

„რეალურად, ბატონი გიორგი ჩვენ გვეუბნება, რომ ამ საკითხებზე უნდა მივმართოთ კრიმინალ ფარცხალაძეს, იმიტომ, რომ ბატონმა გიორგიმაც და ჩვენც და თქვენც, უმრავლესობის წევრებო ძალიან კარგად იცით, რომ დღეს საქართველოს პროკურატურას მართავს კრიმინალი ფარცხალაძე და კიდევ ერთი მიზანი ჰქონდა, როგორც ჩანს, დღეს მინისტრის პარლამენტში მოსვლას და ეს იყო უკვე საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერება ოპოზიციის მიმართ მუქარის. მუქარის დაჭერით, დევნით შევიწროებით და შერჩევითი სამართლით „კირკიტაძე ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთო,“ მოგვახსენა დღეს ბატონმა გახარიამ.

დღეს მინისტრი აქ მოვიდა, როგორც აღმოჩნდა, იმიტომ კი არა, რომ გასცეს პასუხი ზაზა სარალიძეს, გასცეს პასუხი ვახა მაჩალიკაშვილს ან ია კერზაიას შვილს ან ნოდარ ბურდილაძის ოჯახს ან ახალქალაქში დაზარალებულებს ან აფგან მუხთარელის და მის მეუღლეს ან იმ 800 ათას ამომრჩეველს, რომელმაც იცის, რომ მას არჩევანი 28 ნოემბერს მოპარეს, არა, დღეს აქ მინისტრი მოვიდა იმისთვის, რომ დათუნა სარალიძის მკვლელის დაუსჯელობა სრულიად ურცხვად, ფაქტობრივად, კომისიას დააბრალოს. მოვიდა იმისთვის, რომ გვითხრას, რომ მაჩალიკაშვლის საქმეს, მუხთარლის გატაცებას და არჩევნების გაყალბებას თურმე პროკურატურა იძიებს,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42