„ დღეს მინისტრ გახარიასგან რეალურად ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი. მან დასაწყისში მოგვიწოდა, რომ პოლიტიკური ცეკვები არ დადგათო და მართლა პოლიტიკური სპექტაკლი დადგა მან დღეს აქ. მან მთელ რიგ დანაშაულებზე, მაგალითად მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, არჩევნების გაყალბების საქმეებზე გვითხრა, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა. ანუ კრიმინალ ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა ის დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ. მან ფაქტობრივად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო დათუნა სარალიძის მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. აი, ასეთი უტიფრობისა და პოლიტიკური სპექტაკლის შემსწრენი ვართ ჩვენ დღეს აქ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მასალის გამოყენების პირობები






