„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვის წარადგენდა“ - ეკა გიგაური ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე
პოლიტიკა - 19:25, 21 Dec, 2018     1398

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი, თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა. ზურაბიშვილმა აღნიშნული კანდიდატები მესამე სექტორთან კონსულტაციების შემდეგ დაასახელა. დღეისათვის კი ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ კონსულტაციებში არცერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული არ ყოფილა:

"ისეთ სიჩქარეში და ისეთ ფორმატში მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, რომ ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტური ფორმალობა ამიტომ, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ვის წარადგენდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ რომ მონაწილეობა მიგვეღო ამ პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მას, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა მოახდინოს,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძეც ეხმაურება აღნიშნულ საკითხს და აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიწვევა ორი სამი საათით ადრე მიიღო და მისვლა ვერ მოახერხა:

"მიწვევა ნამდვილად მივიღეთ, უბრალოდ ეს იყო რაღაც ეს ემ ეს კომუნიკაციის სახით ორი-სამი საათით ადრე შეხვედრამდე, ფიზიკურად ვერ მოხერხდა, რომ ამ შეხვედრაზე ვყოფილიყავით, თუმცა, როგორც ვნახეთ, თავად შეხვედრა იყო იქ ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამწუხაროდ შეხვედრაც არ იყო ძალიან საქმიანი და ფორმალურ ხასიათს უფრო ატარებდა,"-ამბობს მიხეილ ბენიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42