„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა შს მინისტრის პარლამენტში სტუმრობისას მათი პარტიის აქტივისტზე ზეწოლაზე ისაუბრა. გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტი წაუკითხა, რომელშიც მათ აქტივისტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დასაჭერთა სიაზე ელაპარაკებოდა, რომელშიც მის გარდა ევროპული საქართველოს სხვა აქტივისტებიც იყვნენ. გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას კითხა დაინტერესდებოდა თუ არა ამ საქმით და მინისტრისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, გაანცხადა რომ ეს ჩანაწერი ერთი წლის წინანდელი იყო. ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათმა აქტივისტმა ზეწოლასთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა და ჩვენებაც მისცა, ამასთან დაკავშირებით პარტიამ ბრიფინგიც გამართა, სამართალდამცავებისგან რეაგირება არ ყოფილა და ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
შემდგომ პასუხისას, შს მინისტრმა გიგა ბოკერიას კითხვას პასუხი ვერ გასცა.
მასალის გამოყენების პირობები






