"არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ"... "შს მინისტრი ხართ და მაიმუნობთ"- ხოშტარია-გახარიას დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)
პოლიტიკა - 17:38, 21 Dec, 2018     9765

ხორავას ქუჩის საქმეზე საუბარს, პარლამენტში მორიგი ხმაური მოჰყვა. შს მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის კითხვას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით ეთანხმებოდა თუ არა ის ივანიშვილის განცხადებას, რომ მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის ქმედებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

"რეალურად ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს მოუწია კარავში ყოფნა, სამწუხარო ისაა, რომ თქვენ იყენებთ ამას პოლიტიკურად და პოლიტიკურად მმოტივირებული თქვენ ხართ. თემა იმაში კი არაა, რომ ადამიანი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართოს უკიდურეს ფორმებს, თქვენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალაქე იმის მაგივრად, რომ მას უბრალოდ გვერდით დაუდგეთ, ამისგან აკეთებთ სპექტაკლს. არავინ და ამ შემთვევაში თქვენ, ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. უბრალოდ ვერ იქნებით. საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის და იმ ხალხის ვინც ამ კომისიაში იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენთვის, აგერ ვნახავთ, მე გპირდებით პირადად.“- განცხადა გახარიამ. ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

„გავიმეორო... ძალიან კარგად გაიგეთ... არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ... როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს ამას ვეძახი მე თქვენს ფსევდო ინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ და შეგიძლიათ გააგრძელოთ. მე გთავაზობთ შინაარსობრივ საუბარს და სად წახვალთ ამ ფსევდო ინტელექტუალური აბსოლუტურად უმიზნო დებატებით... შინაარსობრივ კონტექტსში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემ გუნდს არ გვეშინია... ამ თემას აღარ დავუბრუნდები, თქვენთვისვე უარესი დამაბრუნეთ რამდენიც გინდათ.“- მიმართა გახარიამ ოპოიციას.

„სინდისი გაქვთ საერთოდ? ვის პასუხისმგებლობაზე საუბრობთ, მკვლელი სადაა?“- მიმართა ელენე ხოშტარიამ გახარიას.

„სიმართლემ ასე იცის ქალბატონო ელენე, მწარეა მოსმენა“- განაცხადა გახარიამ.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ... საერთოდ შინაარსი ვერ გამოვიტანე რაზე ლაპარაკობთ“- მიმართა ხოშტარიამ.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42