ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვლება - აღნიშნულს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას გამოეხმაურა და ოპოზიცია, ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა:
„როგორც ვიცი, დღეს ბატონი შენგელია იქნება დაბარებული ან იყო დაბარებული პროკურატურაში და იქ შემადგენლობა თუ იქნა, რა თქმა უნდა საქმე უნდა აღიძრას. რა თქმა უნდა თუ არის კითხვები, რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად გაკეთდა, ერთი რაღაცის მეშინია, გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე, პოლიტიკური მიზნებისთვის მსგავსი თემების გამოყენება... ახლა აქ ერთმა ქალბატონმა ბატონი საბანაძე დაადანაშაულა, მე გპირდებით პირადად ერთ საქმესაც და მეორესაც დავამთავრებთ და შემდეგ მოვალ აქ ამ თემებზე სასაუბროდ სპეციალურად და შემდეგ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, კიდევ ვისაუბროთ, შემდეგ უბრალოდ შეგრცხვებათ. ადამიანური ტრაგედიის გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალდო ამორალურია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






