"სამოხელეო დანაშაულზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, თქვენმა კომისიამ ეს გადაცდომები ვერ დაადასტურა" - გახარია ხორავას ქუჩის საქმეზე
პოლიტიკა - 17:11, 21 Dec, 2018     714
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ რად დადგინდება, რომ ხორვას ქუჩის გამოძიების შეფერხებაში არსებობდა სუბიექტური მიზეზები და ეს მიზეზები უკავშირდებოდა ვინმე კონკრეტულ პირებს, საქმეზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამოხელეო დანაშაულზე. გიორგი გახარია მხადაა პირველი მივიდეს და ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს.


„მე როგორ შინაგან საქმეთა მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი, ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც არ ჩატარდა, იყო განზრახ არჩატარებული და იქონია მან საბოლოო შედეგზე გავლენა თუ არა, ვთვლი, რომ უნდა დაიწყოს სამოხელეო გადაცდომებზე სისხლის სამართლის საქმე და მეც მზად ვარ ერთმნიშვნელოვნად პირველი მივიდე და მივცე ჩვენება. ისევე როგორც თქვენ თქვენი მხრიდან უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რომელიც ქონდა კომისიას და რომელიც უნდა შეესრულებინა. ჩემი ღრმა რწენით კომისიის ფუნქცია იყო იმაში, რომ დაედასტურებინა სამოხელეო გადაცდომები იყო თუ არა და ეს კომისიამ ვერ დაადასტურა, სამწუხაროდ. თქვენ სამწუხარო სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის, იმიტომ რომ ვერ მიაღწიეთ შედეგს და შედეგის მისაღწევად დაიწყეთ პოლიტიკური სპეკულირება. ჩვენ ვთვლით რომ ჩვენი ვალდებულებაა გამოძიება გაგრძელდეს მანამ, სანამ შესაძლებელ დონეზე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა. თუ ჩვენ ჩავთვლით რომ გამოძიება ამის იქით უკვე არ მიდის და ამისთვის არსებობდა სუბიექტური მიზეზები და ეს მიზეზები უკავშირდებოდა ვინმე კონკრეტულ პირებს, ამისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქიდან გამომდინარე რომ კომისიამ ვერ შეასრულა თავისი ფუნქცია, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სამოხელეო დანაშაულზე და ყველამ ამაზე უნდა აგოს პასუხი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42