საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარლამენტში გიორგი გახარიას ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ, კითხვა დაუსვა.
მისი თქმით, ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს საპარლამენტო სესიაზე სიარული იმისათვის რომ სამართალი იპოვოს.
„დღეს ჩვენ სხდომათა დარბაზში გვესწრება ზაზა სარალიძე, ეს ფაქტი მგონია, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა არის თითოეული ჩვენგანისთვის, როგორც კითხვის დასმის დროს, ისე პასუხების თვალსაზრისით, ადამიანს არ უნდა სჭირდებოდეს საპარალამენტო სესიაზე სიარული იმისათვის რომ სამართალი იპოვოს. დარწმუნებული ვარ ჩვენ ჩვენი მხრივ და თქვენ შსს მინისტრი, ვიცი რა თქვენი პრინციპულობისა და პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტის ერთგულება, აუცილებლად დადგება იმ სამართლის აღსრულების თემა, რომელსაც ეს ადამიანი ეძებს დიდი ხანია" - აღნიშნა ლევან კობერიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






