შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ ვერ დაადგინა ვერცერთი ფაქტი, რომელიც საგამოძიებო უწყებებს პირველი და მეორე გამოძიების ფარგლებში დადგენილი არ ქონდათ.
„ხორავას თემა უმძიმესი თემაა არა მხოლოდ ჩემთვის და შსს-სთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. არავის ეგონოს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე პასუხისმგებლობას არ გრძნობს, მაგრამ თუ დავადგინეთ პასუხისმგებლობის ზღვარი და დავიწყეთ პასუხისმგებლობის პერსონალიზირება, შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემებს წავაწყდეთ. სახელმწიფომ ამ პარლამენტში მიიღო გადაწყვეტილება კომისიის შექმნის, კომისიას ქონდა პირდაპირი მანდატი ემუშავა იმაზე იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მხრიდან გადაცდომები ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ კომისიამ ვერ დაადგინა. კომისიამ აბსოლუტურად გაუმართლებლად დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა, ვერ მომიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომელიც დაადგინა კომისიამ და იქნება ახლად გამოვლენილი ფაქტი, რომელიც არ იყო ან ერთი ან მეორე გამოძიების ფარგლებში.“- განაცხადა გიორგი გახარიამ. შს მინისტრის ამ განცხადებას პარლამენტის დარბაზში ხმაური მოჰყვა, გახარიას ეს განცხადება ოპოზიციამ გააპროტესტა, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაში უმავლესობას წარმოდგენდა.
მასალის გამოყენების პირობები






