„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა შს მინისტრის პარლამენტში სტუმრობისას მათი პარტიის აქტივისტზე ზეწოლაზე ისაუბრა. გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას სატელეფონო ჩანაწერის ტრანსკრიპტი წაუკითხა, რომელშიც მათ აქტივისტს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დასაჭერთა სიაზე ელაპარაკებოდა, რომელშიც მის გარდა ევროპული საქართველოს სხვა აქტივისტებიც იყვნენ. გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას კითხა დაინტერესდებოდა თუ არა ამ საქმით და მინისტრისგან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, გაანცხადა რომ ეს ჩანაწერი ერთი წლის წინანდელი იყო. ბოკერიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათმა აქტივისტმა ზეწოლასთან დაკავშირებით პოლიციას მიმართა და ჩვენებაც მისცა, ამასთან დაკავშირებით პარტიამ ბრიფინგიც გამართა, სამართალდამცავებისგან რეაგირება არ ყოფილა და ის იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
„ხვდებით, რატომ არ ჯერა არავის თქვენი განცხადებების, რომ რამეს გამოიძიებთ? სამი რეჟიმი გაქვთ თქვენ ამ ქვეყბის მიმართ, ერთი არის სრული იგნორირება, მაგალითად კორცხელში პოლიციელების ცემაზე, რომლებიც ჩვენ გვიცავდნენ. მეორე, თუ აღშფოთება დიდია შეიძლება გამოძიება დაიწყოთ, რომელიც არასდროს დამთავრდება და მესამე, თუ ყველა ისე აღშფოთდა, რომ ამაზრზენი ამბავია, მაგალითად მარნეულის გამგებელმა რომ კაცი აიძულა, რომ საკუთარი შარდი შეეზილა, შეიძლება დაიჭიროთ დროებით და მერე როცა სიტუაცია ჩაწყნარდება გარეთ უშვებთ.“- მიმართა გიგა ბოკერიამ გახარიას.
მასალის გამოყენების პირობები






