"შსს-ს მიერ ინიცირებული 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდული სამყაროს" და „კანონიერ ქურდების" წინააღმდეგ, რომელიც ფაქტობრივად თავიდან დაიწერა" - გახარია
პოლიტიკა - 15:30, 21 Dec, 2018     682
გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები, წარუდგინა რაც შინაგან საქმეთა სამინსიტრომ მოამზადა.

„ჩვენი 2018 წლის მუშაობის შედეგების ძალზედ მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც თქვენს მიერ იყო მხარდაჭერილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული იყო 9 კანონპროექტი, მათ შორის „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით და „კანონიერ ქურდების" წინააღმდეგ შექმნილი კანონი, რომელიც ფაქტიურად თავიდან დაიწერა, იმ ცვლილებებით, რომელმაც ფაქტიურად მოგვცა საშუალება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 200-ზე მეტი ადამიანი მიგვეცა პასუხისგებაში ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური მენტალიტეტიდან გამომდინარე. გამკაცრდა ცრუ ჩენების, ჩვენებაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ნაწილი. ასევე გამკაცრდა და ცვლილებები განხორციელდა ოჯახში ძალადობის კონტექსტში. ასევე მოგეხსენებათ, რომ თქვენთან ერთად ვიმუშავეთ მარიხუანასთან მიმართებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები გატარდა და ფაქტობრივად პრინციპულად შეიცვალა მანდატურების მარეგულირებელი კანონმდებლობა და წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობის ნაწილი. ახლა რაც შეეხება 2019 წელს, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩენი თანამშრომლობა გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში ჩვენ წარმოგიდგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც მოახდენს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას. ასევე, ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლებიც გამომძიებელსა და პროკურორს შორის, პირდაპირი უფლება-მოვალეობების უფრო მკაფიო გამიჯვნას შეუწყობს ხელს. ასევე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებებს პოლიციის შესახებ და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ, საქართველოს კანონმდებლობაში. რაც მთავარია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ძირეულ გარდაქმნაშიც წარმოგიდგენთ ჩვენს ინიციატივებს. უახლოეს პერიოდში იქნება წარმოდგენილი ცივი იარაღის მარეგულირებელი კანონმდებლობა. ეს ის ძირითადი საკანონმდებლო ცვლილებებია რომლებზეც ჩენ ვისაუბრებთ თქვენთან ერთად, 2019 წლის განმავლობაში." - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42