კირილი აცხადებს, რომ "უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელმა კრებამ ღრმა ჭრილობა მიაყენა კანონიკურ მართლმადიდებლობას მთელს მსოფლიოში". მისი თქმით, კრებაში ცრუეპისკოპოსები მონაწილეობდნენ "არაკანონიკური ეკლესიებიდან".
რუსეთის საპატრიარქოს ვბგვრდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არის მოხსენიებული, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარის სახელთან დაკავშირებულ ბმულზე გადავალთ, სადაც პატრიარქის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული ვნახავთ, რომ მის სრულ ტიტულატურაში კვლავ არ არის მოხსენიებული, რომ ის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტია.
ილია მეორის სრული ტიტულატურა:
უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა
ილია მეორის ტიტულატურა რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე
Титул Предстоятеля: Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский.

მასალის გამოყენების პირობები






