მოზარდების მკვლელობის საქმე, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და რეპრესიები - პარლამენტში მწვავე დებატებია მოსალოდნელი
პოლიტიკა - 12:18, 21 Dec, 2018     1042
შინაგან სამეთა მინისტრი, გიორგი გახარია კანონმდებლების წინაშე 14:00 საათზე წარსდგება. მინისტრს ოპონენტების მწვავე კრიტიკის და კითხვების მოსმენა მოუწევს.


ხელისუფლების ოპონენტებს გახარიასთან არაერთი შეკითხვა აქვთ, იქნება ეს ოპოზიციის რეპრესიები, ველისციხესთან განვითრებული მოვლენები, არჩევნების გაყალბების ფაქტები თუ თავად მინისტრის როლი წინასაარჩევნო კამპანიაში.

თინა ბოკუჩავას თქმით, გიორგი გახარია დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს.

„ვკითხავთ მას რატომ არ გამოიძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძისსაქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის უმოწყალო ცემაზე, ონში მათ შორის მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაზე,კინაღამ გარდაიცვალა ადამიანი, ქალბატონია ია კერზაიას გარდაცვალებაზე... უმარავი ძალიან მწვავე კითხვაა, მაგრამ მე არ ველოდები რომ მივიღებთ რეალურ პასუხებს“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე იქნება მთავარი რაზეც სხდომაზე „ევროპულ საქართველო“ გაამახვილებს ყურადღებას.

„დაგროვდა უმწვავესი პრობლემები ადამიანის უფლებების დარღვევის, უკანონო ბრძანების გაცემის, კონსტიტუციის დარღვევის, ოპოზიციის რეპრესიების და ასევე ხორავას ქუჩის საქმეში პირადი ვალდებულება და პასუხისმგებლობა გახარიასი,რომელმაც პირადად და "ქართულ ოცნებასთან" ერთად თითიც არ გაანძრია აქამდე იმისთვის რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ დავალებული, დასაბუთებული რეკომენდაციები შეესრულებინა.

ის ვალდებული იყო პარლამენტში მოსულიყო და გაეცა კითხვებზე პასუხი და რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს ძალიან მწვავედ მოვთხოვთ ყველა ამ კითხვაზე პასუხს,“-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ხოშტარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42