საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს დღეს დაასახელებს. სალომე ზურაბიშვილს მესამე სექტორმა გუშინ გამართული შეხვედრისას, 4 კანდიდატი შესთავაზა, პრეზიდენტი კი ცესკო-ს სამ კანდიდატს შესთავაზებს. დასახელებულ კანდიდატებს შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
ბოჟაძე საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს და პროკურატურისგან ფაქტების დროულ გამოძიებას მოითხოვს:
„რა თქმა უნდა აღარაფერს ვსაუბრობ იმ კადრებზე, რომელიც გავრცელდა "რუსთავი2"-ის მეშვეობით და ჩვენ მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ დროულად დაიწყოს გამოძიება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს კადრების ავთენტურობა და მკაცრად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ კადრებში ჩანდნენ. იმიტომ, რომ არ შეიძლება საარჩევნო მოხელეს, რომელსაც აცვია შესაბამისი ფორმა, ხელი აქვს მოწერილი საარჩევნო კომისიის ეთიკის კოდექსზე, იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თავისი ხელით აყალბებდეს და არღვევდეს კანონს,“-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






