უკავშირებს თუ არა ქუმსიშვილი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას ივანიშვილს - მთავრობიდან სკანდალით გაშვებული ეკონომიკის მინისტრი კამერების წინ გამოჩნდა
პოლიტიკა - 11:59, 21 Dec, 2018     1082
ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი, რომლის წინააღმდეგაც პროკურატურაში გამოძიებაა დაწყებული, სკანდალის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.

ყოფილი მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს, რა კითხვები ჰქონდა მასთან პროკურატურას და რატომ მოუწია საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მისვლა.

ქუმსიშვილის განცხადებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება აღარ არის აქტუალური.

„ერთხელ მქონდა კომუნიკაცია და ამის შესახებ ყველამ იცით. ეს იყო ივნისის ბოლოს. დღეს არ არის თემა აქტუალური და ჩემი გადმოსახედიდან, არც მაშინ უნდა ყოფილიყო. პროგრამებთან დაკავშირებით არც მაშინ ყოფილა კითხვები და არც დღეს არ არის. დარწმუნებული ვარ, პროგრამები მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი წარმატებული და სწორი პროგრამა. სტარტაპებზე საერთოდ არ ყოფილა არანაირი კითხვები, არც „აწარმოე საქართველოს“ მიმართ“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნან, მისი სამინისტროს საქმიანობის შესწავლა ხომ არ იყო ბიძინა ივანიშვილისგან პოლიტიკური დევნა, რადგან ის კვირიკაშვილის მთავრობის წევრი იყო, თუმცა ამაზე ყოფილმა მაღალჩინოსანმა საუბარი არ ისურვა.

" მე პოლიტიკიდან წავიდი... მგონია, რომ არავინ არ მერჩის" - თქვა მან.

საუბარია 2018 წლის მარტიდან მიმდინარე გამოძიებაზე. გამოძიება ეკონომიკის სამინისტროსა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარეობს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42