"ერთ ოთახში შეყარეს, მენეჯერს ტყვია ასცდა თუმცა სასტიკად ნაცემია" - ზუგდიდში მომხდარი ყაჩაღობის დეტალები
კრიმინალი - 10:45, 21 Dec, 2018     2377
გვიან ღამემდე გაგრძელდა ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მდებარე თხილის ქარხანა „თურალ გრუპის" დაყაჩაღების საქმეზე ერთ-ერთი მენეჯერის რაფიქ ბაირამოვის დაკითხვა, რომელსაც თავდამსხმელები სასტიკად გაუსწორდნენ.

"ნიუპოსტს" ინფორმაციით, ეროვნებით აზერბაიჯანელმა მოქალაქემ პოლიციას დეტალურად მოუყვა, გუშინ ქარხანაში განვითარებული მოვლენები, როცა არსებული ინფორმაციით "„თურალ გრუპში" 3 შეიარარბული პირი იარაღით შეიჭრა, ფიზიკურად გაუწორდა ბაირამოვს, ხოლო საწარმოს ხელმძღვანელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 50 000 ლარი გამოსძალა.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ცნობილია უწყების მოკლე კომენტარი, რომლის თანახმადაც, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ ეტაპზე უცნობა გავიდა თუ არა პოლიცია დამნაშავეთა ჯგუფზე, თუმცა არის ვარაუდი, რომ მათ ზუსტად იცოდნენ კომპანიის მუშაობსი განრიგი, შესასვლელი კარები და ის რომ „თურალ გრუპში" თანხა ინახებოდა.
"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, სამართალდამცავებმა საწარმოში და ახლომდებარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კჯამერებიდან ჩანაწერები უკვე ამოიღეს.

რაც შეეხება დაშავებულს, ის თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს, ბაირამოვს ჭრილობები დაუმუშავეს, საიდანაც მალევე ზუგდოდის პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

ზუგდიდის თხილის ქარხნის დირექტორი მაია მიქავა ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა, რადგან მისი თქმით, ის თბილისში იმყოფებოდა.

"გზაში ვიყავი, როცა დამირეკეს თანამშრომლებმა და მითხრეს - ავტომატებით შეიარაღებული ნიღბიანები შემოვარდნენო. ყველა ერთ ოთახში შეუყრიათ, ტყვიაც უსროლიათ. მენეჯერს ტყვია აცდა, მაგრამ სასტიკად არის ნაცემი. თავის არეში აქვს დაზიანებები" - აცხადებს მიქავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42