უსაფრთხოების საბჭო უშიშროების საბჭოს ნაცვლად - პარლამენტში კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს
პოლიტიკა - 10:11, 21 Dec, 2018     962
საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ, ქვეყანაში ახალი კონსტიტუციური მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას.


პარლამენტში შესულია კანონპროექტი რომელიც, როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი ემსახურება იმ ინსტიტუციური ვაკუუმის შევსებას, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში, სტრატეგიულ დონეზე შეიქმნა,

არსებული კანონმდებლობით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელ ერთადერთ ორგანოდ რჩება მხოლოდ საქართველოს მთავრობა და ახალი კანონპროექტიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს- ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

„საბჭოს მუდმივ წევრებად იმ თანამდებობის პირების განსაზღვრა იგეგმება, რომლებსაც პირდაპირი/ირიბი შეხება აქვთ უსაფრთხოების საკითხებთან. თუმცა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, მაგ. სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, შესაბამისი დარგის ექსპერტები, სპეციალისტები და ა.შ. შინაარსობრივად, საბჭო (მისი აპარატით) არის პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერაციულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება. საბჭოს მანდატი ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებების კოორდინაციას.“- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. ოპოზიცია ამბობს, რომ ცვლილებები რეალური შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან უკვე დიდი ხანია ეს საბჭო უფუნქციოდ არის დარჩენილი. ეს კი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს.

„არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვის დაქვემდებარებაში იქნება უშიშროების საბჭო. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არის პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული მანდატი და რომელიც საკუთარ ჯარს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას აბრალებს, პირდაპირ რუსულ ნარატივთან ერთიანობაში. ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც რეალურად პრემიერ-მინისტრი არ არის და მას ჰყავს უფროსი ბიძინა ივანიშვილის სახით.“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42