vali.ge-ს კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა
პოლიტიკა - 19:20, 20 Dec, 2018     1348

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა.

ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია:


შპს "კრედიტლაინი" (სესხის გამცემი: creditline.ge)

შპს "UNIVERSAL SERVICE" (სესხის გამცემი: fastcredit.ge)

სს "მისო ინტელექსპრესი" (სესხის გამცემი: inteliexpress.net)

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" (სესხის გამცემი: lendup.ge)

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი" (სესხის გამცემი: microfin.ge)

შპს "მონლაინ" (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge)

შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო" (სესხის გამცემი: სს "პრივატბანკი")

აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.


ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 586 ათას 446 მსესხებლის, 1,230,180 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3,852,276,648 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 26 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები:

სს „საქართველოს ბანკი“

სს „თიბისი ბანკი“

სს „ლიბერთი ბანკი“

სს „სილქ როუდ ბანკი“

სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

სს „იშბანკი საქართველო“

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

სს "ბაზისბანკი"

სს "ტერაბანკი"

სს "კრედო ბანკი"


არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები:

პს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge)

შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge)

შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge)

შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge)

შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge)

შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge)

შპს "კრედიტლაინი" (სესხის გამცემი: creditline.ge)

შპს "UNIVERSAL SERVICE" (სესხის გამცემი: fastcredit.ge)

სს "მისო ინტელექსპრესი" (სესხის გამცემი: inteliexpress.net)

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" (სესხის გამცემი: lendup.ge)

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი" (სესხის გამცემი: microfin.ge)

შპს "მონლაინ" (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge)

შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო" (სესხის გამცემი: სს "პრივატბანკი")


შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა:


• მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა;
• დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა;
• უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას.

პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42