"დათო კირკიტაძის დაპატიმრება აგრძელებს პოლიტიკური ანგარიშსწორების და უსამართლო სამართლის იმ ტალღას, რომელიც მოიტანა ოცნებამ " - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 16:38, 20 Dec, 2018     1571
ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ოპოზიციის წევრი დავით კირკიტაძის დაკავებას ეხმაურება.

მისი თქმით, კირკიტაძის დაკავება აგრძლებს პოლიტიკური ანგარიშწორებისა და უსამართლო სამართლის ტალღას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის შემდეგ მოიტანა.

"პოლიციაზე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი და დაუშვებელი, მაგრამ დავიჯერებდით ხელისუფლების გულწრფელობას, რომ არ გვახსოვდეს სხვა შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებასთან პოლიტიკური კავშირების გამო, პოლიციაზე ძალადობაში მონაწილეები არ დასჯილან. მაგალითად, კორცხელის ანგარიშსწორება, როდესაც ორი პოლიციელის ჰოსპიტალიცაზია მოხდა და არცერთი მოძალადე რომელიც მონაწილეობდა პარლამენტის წევრებისა და პოლიციელების წინააემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში არ ყოფილა დაპატიმრებული, ყველა გათავისუფლდნენ გირაოს სანაცვლოდ და საბოლოოდ, გადაიხადეს მხოლოდ ფულადი ჯარიმა.

ასევე გვახსოვს რუსთაველზე ულტრამემარჯვენეების და ფაშისტების მსვლელობაც, როდესაც მრავლად ვიხილეთ ინციდენტები პოლიციასთან და არცერთი მონაწილე არ დაუსჯია ხელისუფლებას.

ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ პოლიციაზე ძალადობა არ შეიძლება, იქნებოდა სიმართლე, ხელისუფლება რომ თანაბრად აღასრულებდეს კანონს საკუთარი მომხრეების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ

დღეს ჩვენ ვხედავთ კლასიკურ შერჩევით სამართალს, როდესაც არ ისჯებიან ‘’ქართული ოცნების" მომხრეები, არ ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ’’ქართული ოცნების’’ დაკვეთით და ხელმძღვანელობით მონაწილეობენ ძალადობრივ აქტებში და ნებისმიერი საბაბი გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად და დასაპატიმრებლად.

ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება , ეს არის უსამართლო სამართალი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ის ,რომ მშვიდობიანად მოვახდინოთ ამ სისტემის დასრულება" - განაცხადა დავით ბაქრაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42