შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის თბილისში სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა
პოლიტიკა - 16:30, 20 Dec, 2018     486

მძიმე და ღრმა დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თბილისში ახალი, სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივას შეუერთდა „m² უძრავი ქონება“, რომელმაც სრულად დააფინანსა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის განკუთვნილი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურებისთვის სახლის მშენებლობა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ადამ შმიდტი და „m² უძრავი ქონების“ მმართველი პარტნიორი შოთა ბერეკაშვილი ეწვივნენ აღნიშნულ მომსახურებას და ოფიციალურად გახსნეს ის.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება არის გარდამავალი მომსახურება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი 18 წლამდე ბავშვებისთვის მძიმე და ღრმა დარღვევებით, რომელთაც ჯანმრთელობის რთული პრობლემები აქვთ. მომსახურების მიზანია, უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვა, ფსიქოსოციალური დახმარება და შესაბამისი პირობების შექმნა ბავშვების განვითარებისა და სოციალური ინკლუზიისთვის.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება უზრუნველყოფს ბავშვებზე 24-საათიან ზრუნვას, საექთნო მომსახურებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკური, ფუნქციური და ადაპტაციის უნარების განვითარებას. მომსახურების მიმწოდებლები არიან სპეციალისტთა მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და პედიატრი) და აღმზრდელები. მომსახურება ბავშვებისთვის ქმნის ოჯახურ გარემოს და ხელს უწყობს მათ ინკლუზიას საზოგადოებაში.

სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ბავშვთა ფონდმა აღჭურვა საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება და ჩაატარა ტრენინგები პროფესიონალებისთვის, რომლებიც ბავშვებთან იმუშავებენ.

მსგავსი მომსახურებების შექმნა საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის და თანდათანობით ჩაანაცვლოს ინსტიტუციური ზრუნვის მოდელი. საჭიროა კიდევ არაერთი მსგავსი ცენტრის გახსნა, რათა ბავშვები, რომლებიც კვლავ რჩებიან დიდი ზომის ჩვილ ბავშვთა სახლებში, ოჯახურ გარემოში გადავიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42