"ცოლი და ერთი შვილი გარდაიცვალა, მეორე ბავშვი რეანიმაციაშია" - ოჯახური ტრაგედია, რომელმაც პატიმარი თვითმკვლელობამდე მიიყვანა
კრიმინალი - 17:07, 20 Dec, 2018     6814

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა 2018 წლის 1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ანუ ათ თვეში, საქართველოში... სუიციდის 1518 მცდელობა მოხდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ციფრი 170 პროცენტით არის გაზრდილი, რაც ძალიან, ძალიან ბევრია. შსს არ ამბობს, ამ 1518 ფაქტიდან რამდენი დასრულდა ფატალურად ანუ რეალურად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ თავისთავად ის, რომ 1518-მა ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, საგანგაშოა. სამწუხაროდ, თვითმკვლელობის მცდელობები ძალიანაა გაახალგაზრდავებული და თავად განსაჯეთ, ამ სტატისტიკაში 12 და 13 წლის მოზარდების მიერ ჩადენილი რამდენიმე სუიციდია.

ზოგადად, გადრატეხის ასაკში მოზარდების უდიდესი ნაწილი ფიქრობს თვითმკვლელობაზე, როცა ჰგონია, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა, მაგრამ თითქოს გარდატეხის ასაკიც გაახალგაზრდავდა.

ჩამოთვლილთაგან რამდენიმე შემთხვევა პენიტენციალურ დაწესებულებაზე მოდის ანუ თვითმკვლელობა რამდენიმე პატიმარმა სცადა და განახორციელა კიდეც. რა არის იმის მიზეზი, რის გამოც პატიმრები თავს იკლავენ?! პირველ რიგში, ფსიქოლოგიური სტრესი. ამიტომაც, ციხეში პირველად მოხვედრილ ადამიანს ყველაფერს ნელ-ნელა აჩვევენ. ჯერ ე.წ. კაპეზეზე მიჰყავთ, შემდეგ ციხის საკარანტინო ნაწილში, შემდეგ ციხის საკანში და შემდეგ - ზონაზე, თუმცა დახურულ სისტემას იმდენად დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანი ძალიან მარტივად იღებს თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ფსიქოლოგიური წნეხის გარდა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ამ ნაბიჯზე მიდიან.

ეს ვინ არის?! - იკითხა პატიმარმა #0578-მა 2011 წლის თებერვალში, როცა გლდანის ციხის საკარანტინო ნაწილში მას შემდეგ შევიდა, რაც გააკარცერეს და კარცერიდან კარანტინში დააბრუნეს. ეს წამების ერთ-ერთი ფორმა იყო, კარცერში გასავათებული პატიმარი კიდევ ერთ ან ორ კვირას დაჰყოფდა კარანტინში, ფსიქოლოგიურად ბოლომდე მოისპობოდა და შემდეგ აბრუნებდნენ საკანში. ის, ვისზეც პატიმარმა #0578-მა იკითხა, კარანტინში არსებულ რკინის საწოლზე იწვა და, პრაქტიკულად, ყველა უვლიდა.

ბაჩოა. პოლიციელი რომ შემოაკვდა, ის არის - უთხრა ერთ-ერთმა პატიმარმა და #0578-იც მიხვდა, რომ მის წინ, უბრალოდ, გვამი იდო.

ბაჩოს სახელი გლდანის ციხეში აგერ, უკვე მეორე კვირა მიდიოდა, ყველამ იცოდა. მას ჩხუბის დროს პოლიციელი შემოაკვდა და დააკავეს. ჰოდა, იმის გათვალისწინებით, რომ იმ პოლიციელის გარდაცვლილი ძმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყო, არ ეზარებოდა, ყოველ დღე მოსულიყო ძმაკაცებან ერთად, საკნიდან გაეყვანა ბაჩო, საფუძვლიანად ეცემა და ისევ საკანში დაებრუნებინა. ყველაფერი ეს ციხის დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს გამწვანებული ჰქონდა და ძალიან დიდი ალბაობით, მხოლოდ მუხაძის დონეზე არ იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული და საქმის კურსში მინისტრი და დეპარტამენტის უფროსიც იქნებოდნენ.

#0578 ბაჩოსთან მივიდა, დახედა, ნეკნებთან ხელი მიადო და მიხვდა, რამდენიმე ნეკნი გატეხილი იყო, ცხვირის ნესტოებიდან გატეხილი ხრტილის ნაწილები მოუჩანდა, თვალები ისე ჰქონდა ცემისგან გასიებული და გალურჯებული, ვერ ახელდა. პირში კბილების ნამტვრევების ფრაგმენტები ეყარა.

თავის მოკვლა უნდა, მაგრამ არ შეუძლია. ვერც დგება და თითები დაამტვრიეს, რომ არ ჩამოეკიდოს, თან ჩვენთან შემოჰყავთ და გაგვაფრთხილეს, თავს თუ მოიკლავს, ყველას სროკს დაგიმატებთო. რისი თავის მომკვლელია, პარაშაში ჩვენ დაგვყავს, ვერ დგება - უჩურჩულა ერთ-ერთმა პატიმარმა #0578-ს.

საღამოს ბაჩო ისევ გაათრიეს საცემრად და ერთხელ დაიგმინა მარტო, მეტი ვერ შეძლო.

მოკვდება, - ჩუმად ჩაილაპარაკა #0578-მა.

`ჰო, განწირულია, მაგრამ კიდევ ვინმე არ მიგვაყოლონ, არ დაგვაბრალონ, თქვენ ცემეთო. ოჯახმა რომ ხმაური ატეხოს, ასე ნაცემი რატომ არისო, შეიძლება, ვინც აქ ვართ, ყველა მაგის ცემის მუხლით გაგვასამართლონ~, _ ვარაუდი გამოთქვა ერთ-ერთმა და ეს ვარაუდი შორს არ იყო რეალობისგან...

ბაჩო მესამე დღეს `კარანტინში~ ჩამომხრჩვალი იპოვეს. ყველამ იცოდა, რომ ის თავისით ამის გაკეთებას ვერ მოახერხებდა, უბრალოდ, შემოაკვდათ და მერე ჩამოკიდეს. `კარანტინის~ ის საკანი, რომელშიც გარდაცვლილი ნახეს, წინა დღეს დაცალეს და იქ მხოლოდ ბაჩო იყო... ოჯახს არაფერი გაუპროტესტებია...

2012 წლის ადრეულ გაზაფხულზე, რუსთავის #17-ე დაწესებულების დირექტორმა პატიმარი #0578 თავისთან იხმო, თუმცა მარტო კი არა, მაყურებელთან ერთად. დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ გზაზე მაყურებელმა და #0578-მა ათასი ვერსია განიხილეს, მაგრამ ვერ მიხვდნენ, რა შეიძლებოდა სდომებოდა ზონის უფროსს. მაყურებელმა ისიც თქვა, მე თუ დამიშვეს, ჩხუბი მოგვიწევს, პატიმრები არ გაპატიებენ, მაყურებლის ცემას მშვიდად რომ უყურო და მგონია, რომ მე უნდა მცემონ, შენ აგაგდონ და მერე შენც გაგლახონ, ნადზირატელებზე ხელი ასწიაო.

ეს იყო ბოლო ვერსია, რის შემდეგაც ორივე დირექტორის კაბინეტში შევიდა. შესვლა და დამშვიდება ერთი იყო, რადგან დირექტორს ზუსტად ისეთი სახე ჰქონდა, როგორიც მაშინ, როცა პატიმრების დახმარება სჭირდებოდა და რამე უნდა ეთხოვა.

მომისმინეთ - გაბრიელ ფ-ს ხომ იცნობთ, მეორე კორპუსზე რომ ზის? - ჰკითხა დირექტორმა პატიმრებს.

მაყურებელი დაიბნა და თავი დაუქნია, დირექტორმა კი გააგრძელა: მოკლედ, მაგ კაცს უნდა გაუფრთხილდეთ, თავი რომ არ მოიკლას.

პატიმრებმა ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს და მაყურებელმა ყრუ ხმით იკითხა: თავი რატომ უნდა მოიკლას, რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი, ჩხუბის გამო სამი წელი მოიხადა ბიჭმა, კრიმინალი ეგ არ არის, რამკებს ეგ არ ამტვრევს და არც არაფერს აშავებს.

მოკლედ, მაგის ცოლს აერია სახლში, შეშის ღუმელში ნავთის მაგივრად ბენზინი შეასხა, ალი გამოვარდა და ქალმა და ორმა მცირეწლოვანმა შვილმა ეს ალი გადაყლაპა. ერთი შვილი და ცოლი გარდაიცვალა, მეორე ბავშვი რეანიმაციაშია. ეგ უნდა უთხრათ და მერე უნდა გაუფრთხილდეთ, რომ თავს არაფერი აუტეხოს. მიხვდით ახლა?!დააკნონრეტა ციხის დირექტორმა.

პატიმრებმა ისევ შეხედეს ერთმანეთს, ორივეს სახე ჰქონდა არეული, დირექტორი კი აგრძელებდა.

5 და 7 წლის ბავშვები არიან, ბიჭები. რაც გინდათ, მოიფიქრეთ, რაც გინდათ, მოიმოქმედეთ, როგორმე უნდა გადაატანინოთ მაგ კაცს ტრაგედია. შენ იმიტომ დაგიძახე, დიპლომატიური მოლაპარაკებები შეგიძლია და მოიფიქრე, როგორ უნდა ავუხსნათ ყველაფერი ეს, რომ სიცოცხლე გრძლედება, რომ მალე გავა და ა.შ - დირექტორი #0578-ს ესაუბრებოდა.

მე ვერაფერს მოვიფიქრებ და ვერც ვერაფერს ვეტყვი. კაცს ცოლ-შვილი აღარ ჰყავს, ის ცოლ-შვილი, რომლის გარდა არავინ ახსოვს და მუდმივად ბავშვების სურათებს აჩვენებს ყველას, ნახეთ, რა ლომის ბოკვრები მეზრდებიანო. და მე რა ვუთხრა ახლა? გამორიცხულია - #0578 ლამის ტიროდა.

დირექტორმა მაყურებელს გახედა და იმანაც ჩუმად თქვა: აზალეპტინი მინდა... ბევრი.

აზალეპტინი ფსიქოტროპული წამალი იყო, რომლის მეოთხედი აბიც კი ნებისმიერს თიშავდა. დირექტორმა მკაცრ აღრიცხვაზე მყოფი წამალი მაყურებელს მისცა და ზონაზე დააბრუნა. მაყურებელმა გაბრიელის თანასაკნელებს დაუძახა, სიტუაცია აუხსნა და ნახევარი აბი აზალეპტინი მისცა, საჭმელში გაურიეთო. ნასადილევს მაყურებელი გაბრიელის საკანში შევიდა, #0578-იც მიჰყვა. გაბრიელი ნარზე ნახევრად გათიშული იწვა. მაყურებელი ნარზე ჩამოჯდა და შეეცადა, მშვიდად მოეყოლა ის, რაც დირექტორმა უთხრა. გაბრიელს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა, მაგრამ წამლის ზემოქმედების ქვეში იყო და ვერ ინძრეოდა. მაყურებელი წამოდგა, გაბრიელის თანასაკნელებს უთხრა, მინიმუმ, ორი დღე გათიშული უნდა იყოს, რომ გონება შეეგუოს და მერე ვნახოთო. აზალეპტინი დატოვა და საკნიდან გავიდა.

გაბრიელი გათიშული ლამის ერთი კვირა ჰყავდათ, რადგან მისი მეორე შვილიც გარდაიცვალა. იმის მიუხედავად, რომ პატიმრები გაბრიელს მაქსიმალურად უფრთხილდებოდნენ, მან თვითმკვლელობა ორჯერ სცადა, მაგრამ ორივეჯერ მიუსწრეს. ის ციხიდან ცოცხალი გავიდა, თუმცა ამის შემდეგ პატიმრებს მასზე არაფერი სმენიათ.

წყარო: გაზეთი "ვერსია".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42