„ერთხელ და სამუდამოდ რომ დავასრულოთ ინსინუაციები ამ ყოველგვარ ცრუ ბრალდებებზე. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტუი განცხადება. გაეროს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ გაიგივებულია, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ ან არ ვიზიარებ მის პოზიციას.
რაც შეეხება იმ აზრს, თითქოს მე როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ხელს შევუშლი სექსუალური უმცირესობების კანონპროექტს და ა.შ. მე ისინი მინდა დავამშვიდო. საპარლამენტო მდივანს ამ კანონპროექტზე რაიმე სახის გავლენის მოხდენა არ შეუძლია.
დაანებონ თავი ორმაგი სტანდარტებით განცხადებების კეთებას. არჩევნების მეორე ტურის განმავლობაში ეს ხალხი არც თუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. არასერიოზული, არაკომპეტენტური, არაკვალიფიცური და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. მე მათ ვურჩევდი გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი, სადაც იქნება გადაცილებული, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს,“ - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
საპარლამენტო მდივნის კრიტიკის სამიზნე მმართველი გუნდის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილიც გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.
„საბედნიეროდ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა დიმიტრი ცქიტიშვილის გადასაწყვეტი არ არის - ეს მის კომპეტენციას სცილდება. მე ბატონ დიმიტრის ვთხოვ, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს.“- განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები






