გურჯაანის სასამართლოს წინ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, საქართველო არის ჩრდილოეთ კორეა, ბიძინა ივანიშვილი კი ძალაუფლების უზურპატორი:
„მოგესალმებით ჩრდილოეთ კორეაში, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ბიძინა ივანიშვილი დღეს ამ ქვეყანაში არის ძალაუფლების უზურპატორი, ძალაუფლების უზურპატორი, რომელმაც 28 ნოემბერს ხალხს წაართვა არჩევანი, მას წაართვა თავისუფლება და სურს, ამ ქვეყანაში იბატონოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ შეეგუება. ქვეყანაში, სადაც არ ფუნქციონირებს პარლამენტი, არ ფუნქციონირებს სასამართლო, არის კორუფცია, ამ ქვეყანაში ქუჩის პროტესტი, რა თქმა უნდა კონსტიტუციის და მშვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლის ჩარჩოებში, აბსოლუტურად მისაღებია და ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ამ ქუჩის პროტესტს, პერმანენტულს, სხვადასხვა საკითხების გარშემო, მაგრამ ამ პროტესტის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ყოველთვის იქნება - „თავისუფლება, პოლიტპატიმარ დავით კირკიტაძეს!“ რაც უფრო მეტ ასეთ თემას გააჩენს ბიძინა ივანიშვილი, უფრო მეტი ქუჩის პროტესტი იქნება საქართველოში. ხალხის განწყობა არის ასეთი, მალე დადგება გაზაფხული და ბიძინა ივანისვილი იხილავს, თუ რა მდგომარეობაში ვარდება ხელისუფლება საქართველოში, რომელიც იგნორირებას უკეთებს ხალხს, ეს ხალხი ამ ხელისუფლებას აუცილებლად დაასრულებს. ჩვენ გვეკითხებიან, როგორია თქვენი გეგმა? ჩვენ გვაქვს ერთი გეგმა, ბრძოლა ბოლომდე, ხელისუფლების მუდმივი პრესინგი, მანამ, სანამ ეს ხელისუფლება არ დასრულდება. ყოველგვარი ენისმოჩლექვის გარეშე, ვამბობთ, რომ ჩვენი პროტესტი იქნება მწვავე, ჩვენი გარღვევა საერთაშორისო დონეზე იქნება მწვავე და ძლიერი და ამას ეს ხელისუფლება ვერ გაუძლებს. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება შეშინებულია და დღეს ეს გამოჩნდა. ეს ხელისუფლება ყარს და დავასრულოთ ამყრალებული ხელისუფლება“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






