„როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლოს შენობა და ეზო სავსე იყო პოლიციელებით, იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი ქონდა წინასწარ სასამართლოს გარეშე დავით კირკიტაძის ბედი, რომ მისთვის პატიმრობა შეეფარდებინა. სასამართლომ ფორმალური სახე მიიღო, ადვოკატებს არ აძლევდნენ საშუალებას მტკიცებულებები წარედგინათ. როცა ფარცხალაძე კონსტიტუციური თანამდებობის პირს თორდიას იარაღით გაუსწორდა, მასთან გირაოს შეფარდება გამოიყენეს. უამრავი ფაქტი არსებობს სასამართლოში, როდესაც შერჩევითი სამართალია და მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ხდება აღკვეთის ღონისძიებების შეფარდება და სასჯელის გამკაცრება. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ არ გვაქვს კონსტიტუცია, არ გვაქვს სასამართლო საზოგადოებას ისღა დარჩენია, რომ ორგანიზებულად დაიწყოს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, იმიტომ რომ ასე დიდხანს ქვეყანა წინ ვერ წავა.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






