გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის საქმის პროკურორის განცხადებით დავით კირკიტაძეს 2015 წელს წარდგენილი ბრალის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ქონდა გირაო და მან გირაოს პირობა დაარღვია და ახალი დანაშაულის ჩადენაში იმხილება. პროკურორმა ეს დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად იმისა, რომ კირკიტაძის მიმართ ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა.
„ამ და სხვა გარემოებების გათვალისწინებით პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით სასამართლოს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა. 2015 წელს წარდგენილი ბრალის დროს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ქონდა გირაო, მან გირაოს პირობა დაარღვია და ახალი დანაშაულის ჩადენაში იმხილება. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ სხვა აღკვეთის ღონისძიება რომელიც ამ მიზნებს უზერუნველყოფდა არ არსებობდა. წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2019 წლის 12 თებერვალს.“- აღნიშნა პროკურორმა
მასალის გამოყენების პირობები






