საკონსტიტუციო სასამართლომ დაცვის პოლიციას კერძო დაცვის უფლება აუკრძალა
პოლიტიკა - 11:59, 20 Dec, 2018     1059
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინიტროს დაცვის პოლიციის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო.
გადაწყვტილება მოსამართლეთა კოლეგიამ 14 დეკემბერს გამოაცხადა. გადაწყვტილების მიხედვით რომლიც ძალაში 2019 წლის ივლისიდან შევა დაცვის პოლიცია ვერც ფიზიკურ და იურიდიულ პირთა დაცვას განახორციელებს.
საკონსტიტუციო სასმართლოში სადავო ნორმები რამდენიმე კერძო დაცვის კომპანიამ გაასაჩივრა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი კონსტიტუციონალიტი ლევან მახარაშვილია. მისი განცხადებით, აქამდე არსებული ნორმები ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოს ქმნიდა კერძო დაცვის კომპანიებს კი არათანაბარ პირობებში აყენებდა.
„სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და დაადასტურა, რომ სახელმწიფო, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეშვეობით უხეშად ერევა კერძო დაცვის ორგანიზაციების საქმიანობაში, რითიც შეუძლებელს ხდის თავისუფალ და კონკურენტუნარიან საქმიანობას, ვინაიდან ერთის მხრივ, თავად ახორციელებს იმავე ბიზნესს, მეორეს მხრივ კი კონკურენტების მიმართ გააჩნია მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქცია. არაკონსტიტუციური ნორმები ქმნიან ისეთ უსამართლოს პრაქტიკას, როდესაც კერძო დაცვის ორგანიზაციების ეკონომიკური საქმიანობის შედეგიანობა, პირდაპირ დამოკიდებულია კონკურენტის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კეთილ ნებაზე, რაც შეუძლებელს ხდის ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.“ - აცხადებს მახარაშვილი.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განცხადებით, დაცვის კომპანიებთან ერთად უკვე დაწყბეულია მუშაობა კანონპროეტზეც, რომელსაც პარლამენტში უახლოეს პერდიოში წარუდგენენ. ახალი კანონპროეტი იურისტის მტკიცებით შეამცირებს ელიტური კორუფციის რისკებსაც.
“ამ დაკანონებული უსამართლობის შედეგად წლების განმავლობაში მილიონობით ლარი ილექება შსს-ს იმ მაღალჩინოსანთა ჯიბეებში, რომლებიც ხელოვნურად აკოტრებენ კერძო დაცვით კომპანიებს. ეს მანკიერი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება „კორუფციის წინააღმდეგ“ გაეროს კონვენციის, მე-12 მუხლს, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას, რომ კერძო სექტორის რეგულირება იყოს გამჭვირვალე და საჯარო პირებს არ გააჩნდეთ ინტერესთა კონფლიქტი ბიზნესის სხვადასხვა სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის 2019 წლის 1 ივლისიდან. ევროპის ქვეყნების საუკეთესო მოდელების შესწავლის შედეგად ჩვენ შევიმუშავებთ განსახორციელებელი ცვლილების მოდელს, რომელსაც შევთავაზებთ სათანადო ორგანოებს, ასევე ზედმიწევნით დავაკვირდებით საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების პროცესს, რომ ისევ არ დარჩეს ცარიელი სივრცე ელიტური კორუფციის წასახალისებლად'". - აცხადებს კონსტიტუციური სარჩელის ავტორი ლევან მახარაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42