"დავითი არ სცნობს თავს დამნაშავედ, დღეს აქ წყდება, ეკრძალება თუ არა ადამიანს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლება გადაადგილდეს თავისუფლად" - კირკიტაძის ადვოკატი
პოლიტიკა - 11:49, 20 Dec, 2018     825

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე მსჯელობს.

ბრალდება კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს და მიზეზად შესაძლო მიმალვასა და მოწმეებზე ზეწოლის მცდელობას ასახელებს.

ადვოკატმა თავის სიტყვაში წარმოთქვა, რომ მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არ არსებობს და ასევე წაყენებულ ბრალში გაუგებარი სტანდარტია:

„არაერთი ბლოკპოსტი გაიარეს, ათასობით პოლიციელს შეხვდნენ და არ ყოფილა არანაირი შემხებლობა დათოს მხრიდან, ის კანონმორჩილია და რაც ვნახეთ არის ის, რომ სურდა უკანონოდ ჩახერგილი გზა გაეთავისუფლბინა. გაუგებარი სტანდარტია ბრალში. ამბობდით ავტობუსით იყო ჩახერგილია, ჩვენებაში კი პოლიცია ამბობს, რომ თურმე ავტობუსი შემთხვევით მოხვდა იმ ადგილზეო. დავითი არ სცნობს თავს დამნაშავედ. როდესაც პოლიციელების მხრიდან კონსტიტუციური უფლებების დარღვევა ხდება, ძირითადი უფლებების დარღვევისას პოლიცია ვერ იმოქმედებს კანონიერად. შესაბამისად ბრალის მუხლი არ შეესაბამება სიმართლეს. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, მას სამართლებრივი გადაცდომა არასდროს უფიქსირდებოდა. 2015-ში ის იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაშინაც საუბრობდნენ მიმალვაზე, მაგრამ მაშინ სასამართლომ გაითვალისწინა მისი პიროვნება და არ შეუფარდა პატიმრობა. ის დაბრუნდა და სამი წელია პატიოსნად ცხადდება სასამართლოში. დიდი ალბათობით, იმ საქმეში გამამართლებელი განაჩენი გვექნება. ამ ფონზე მიმალვაზე საუბარი უსაფუძვლოა, მაშინ როცა ის თანამშრომლობს და მაშინ, როცა მამამისისა და ძმის წინააღმდეგ დაწყებულია დევნა. ის ამ საქმეზეც არ მიმალულა, თქვა, რომ სასამართლოს წინაშე მისცემდა ჩვენებას. მან მოინახულა გურჯაანში აქციისას დაშავებული და მაშინ დააკავეს. მიმალვის ვარაუდის დარწმუნებული ვარ თავადაც არ სჯერა ბრალდებას, ამ ადამიანმა თავისი ოლქი მოიგო არჩევნებში. რაც შეეხება მოწმეებზე ზემოქმედებას - ავტობუსს არანაირი ნიშანი არ ჰქონია. ბრალდება დაფუძნებულია პოლიციის ჩვენებაზე და მათივე კადრებზე, როგორ წარმოგიდგენიათ? პოლიციას დაუვლის და ეტყვის ასე თქვიო? საქმეში სხვა მოწმე არ არის. შეღწევის მცდელობა იყო იმიტომ, რომ უკანონოდ ცახერგილი გზა გაეთავისუფლებინა და არა ვინმესთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. დღეს, აქ წყდება, ეკრძალება თუ არა ადამიანს კონსტიტუციით უზრუნველყპფილი უფლება თავოსუფლად გადაადგილდეს“, - აღნიშნავს ადვოკატი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42