გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან დავით კირკიტაძის პროცესი იწყება. სასამართლოსთან პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ევროპული საქართველოს" ლიდერები იმყოფებიან:
„ბავშვი არავინაა და ყველა ხვდება, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში არ მიიღება, გადაწყვეტილებას მიღებულია. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე გაიგონოს 900 ათასი ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაციიდან და კრიზისიდან გამოვიდეთ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგქსაქსოთ, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქე, გადაწყვეტილებას იღებს, რომ გადაუაროს.
აქ მხოლოდ დათოში არ არის საქმე, ან ჩვენ 800 ათასი-900 ათასი მოქალაქე ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე და არავინ გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ვართ მეორე ხარისხოვანი მოქალაქეები.
ორუელის "ცხოველთა ფერმა" მოაწყო ივანიშვილმა, სადაც ჩვენ გამოვცხადდით მეორეხარისხოვან მოქალაქეებად. ამას არავინ აიტანს, არავინ შეეგუება, ან წავა რადიკალიზაციისკენ, ან წავა დიალოგისკენ და დიალოგის ფორმა და შინაარსი არის ერთადერთი, პროპორციული არჩევნები და ხელისუფლება უნდა განსაზღვროს ხალხმა და არა ივანიშვილმა. ეს დღე ამიტომ არის მნიშვნელოვანი, არამარტო კონკრეტული დავით კირკიტაძის ბედი, კირკიტაძის ბედი მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს დღე შეიძლება გახდეს წყალგამყოფი. რა გადაწყვეტილებაა კარგად ვხედავთ პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე ხეები გარშემო, გასაგებია რა გადაწყვეტილებაც არის. პოლიცია მოქმედებდა უკანონოდ, ესეც უნდა გასაჩივრდეს და ყველანაირი ბერკეტი საპროტესტო უნდა იყოს გამოყენებული, რომ ხელისუფლებამ, გაიგოს, აქ არავი არის მეორეხარისხოვანი,“-ამბობს უგულავა.
მასალის გამოყენების პირობები






